კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ორდენზე მეტს იმსახურებს. ამის შესახებ მან კითხვის, უნდა მიენიჭოს თუ არა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ორდენი, საპასუხოდ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს უნდა მიენიჭოს ბევრად მეტი, ვიდრე ღირსების ორდენია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ. ყველა ორდენი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაზე”, – განაცხადა ბოლქვაძემ TV პირველის ეთერში.
ცნობისთვის, 9 ივნისს შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ივანიშვილისთვის ორდენის მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა მანიფესტი ახლა აღარ იძებნება.