LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილი დაეჯახა 7 წლის გოგონას, რომელიც ცეკვაზე მიდიოდა – შემთხვევა სოფელ სულდაში მოხდა

223
dmzav

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საერთაშორისო
ტვირთი გადაჰქონდა, 7 წლის გოგონას დაეჯახა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

მშობლები სასწრაფო დახმარებას არ დაელოდნენ და დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში თავად გადაიყვანეს. გოგონას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა მოზარდს სასწრაფო დახმარების ავტომობილით თბილისში გადაიყვანენ.

მოზარდი მიდიოდა ცეკვის გაკვეთილზე, რომელიც ტარდება სოფლის ცენტრში მდებარე კლუბის შენობაში. შემთხვევისას ადგილზე სხვა ბავშვები და მათი მშობლებიც იმყოფებოდნენ.

სულდის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, რომ სატვირთოები სოფელში ყოველთვის დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან. ისინი ჩივიან, რომ ფეხით მოსიარულეებს საფრთხე ყოველდღე ექმნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g