შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე) მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექის გამო, შავღელეს მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.