LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მისი ქმედებები და ქცევები ძირს უთხრის ქვეყნის მომავალს – კრამერი

96
kramebi

საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მისი ქმედებები და ქცევები ძირს უთხრის ქვეყნის მომავალს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და ამას ექნება შედეგები გადაწყვეტილებებზე – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს.

“რა გადაწყვეტილებაც არ იქნება მიღებული, ეს იქნება იმ შეშფოთების ასახვა, რომელიც ევროპულ ხელისუფლებას გააჩნია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ თანამეგორბობაში, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ არიან აღქმულები.

მართალია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირის და ნატოს წევრობას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქმედებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმ დონემდე, რომ ევროპარლამენტმა და ევროპის ოფიციალურმა პირებმა შეიძლება, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება.

საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მისი ქმედებები და ქცევები ძირს უთხრის ქვეყნის მომავალს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და ამას ექნება შედეგები გადაწყვეტილებებზე. ერთ-ერთი ცუდი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს არ შესთავაზებენ იგივეს, რასაც უკრაინას და მოლდოვას. მიმდინარე ხელისუფლების პირობებში საქართველოს საკითხი უფრო ძნელი გასატანია და ამის ფასიც სამწუხაროდ იქნება გადასახდელი” – ამბობს დევიდ კრამერი “ფორმულას” ეთერში.

“ფორმულას” სინქრონული თარგმანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g