LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს “ბორჯომის” ქარხნის აქციები უსასყიდლოდ გადაეცა

162
ghariba-da-borjomi

სახელმწიფოს “ბორჯომის” ქარხნის აქციები უსასყიდლოდ გადაეცა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა.

“რამდენიმე კვირის წინ შეგპირდით, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გაგაცნობდით. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და სახელმწიფო გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც ბორჯომის ქარხნის მეპატრონეა. ეს არის უსასყიდლო გარიგება. უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა მოიხსნება, რომელიც ქარხანას ფუნქციონირებისას ჰქონდა”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები “ბორჯომის” ქარხნის ფუნქციონირებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g