LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი „ბორჯომზე“ – კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

147
ipiccy_image

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სადაც დეტალურად ახსნა „ბორჯომსა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.

მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება – „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.

მეორე მსხვილი აქციონერი კომპანიაში, ეს არის „Black Waters Limited“, რომელსაც გააჩნია 38.48% აქციების. ასევე, ძალიან მცირე წილი 3.79% ეკუთვნის „ბორჯომის“ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს, რომლებიც ჯამში ამ ოდენობას ფლობენ.

მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე დელეგირება მოახდინოს მმართველობის კუთხით, ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g