LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ჭარაია: “ბორჯომის” კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, თუმცა საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა კვლავაც გაურკვეველია

1386
ipiccy_image

ნამდვილად კარგი სიახლეა, რომ სახელმწიფო ბორჯომის კომპანიის აქციონერი გახდა, – ამის შესახებ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი და მოსასალმებელი ნაბიჯია პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო იდენტობის მატარებელი კომპანიის გადარჩენას ისახავს მიზნად, მიუხედავად შეტევებისა, რომ ამას შეიძლება ნეგატიური რეპუტაციული შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა.

„იმედია, ანგარიშებიდან მალე მოიხსნება ყადაღა და თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც ეტაპობრივად განხორციელდება. ფაქტია, რომ „ბორჯომის“ კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, ამასთან ისიც საგულისხმოა, რომ ომით გამოწვეული უდიდესი პრობლემები, მათ შორის საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავაც გაურკვეველია.

მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რეალურ კომპრომისზე იფიქრონ. შეთანხმებას კი დღეს ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. დღეს „ბორჯომი“ უნდა გადარჩეს და გააგრძელოს განვითარება. ამისათვის ყველამ – კომპანიამ და თანამშრომლებმა – შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამ პროცესში  საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

წარმატებები ბორჯომს და წარმატებები საქართველოს.“, – აცხადებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია.

დავითაშვილი „ბორჯომზე“ – კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g