LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ თითოეული სიტყვა არის „ანტი ქართული“: ანა ბუჩუკური

98
ანა-ბუჩუკური

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ, ხუთი ჯგუფის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აფასებს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

ბუჩუკურმა პრემიერ მინისტრის შეფასებას, რომელმაც რეზოლუციას „ანტიქართული“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა, თქვა, რომ სწორედაც, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული სიტყვა არის „ანტიქართული“.  

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდი, ოფიციალური თბილისი, გაშლილი იყოს ევროპაში, ესაუბრებოდნენ და უმტკიცებდნენ პირველ რიგში საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს და ლიდერებს, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არა თუ თვითონ არ აკეთებენ ამას, არამედ, ქალბატონ პრეზიდენტსაც უკრძალავენ ამ საქმის კეთებას“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი? – ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა – ალუდა ღუდუშაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g