LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეხედეთ ხელს, როგორ უკანკალებს“ – 65 წლის ტომ ჰენკსი ძალიანაა შეცვლილი – რა სჭირს მსახიობს?

323
page

როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში 65 წლის ლეგენდარული მსახიობი, ტომ ჰენკსი ელვისის მენეჯერის როლს ასრულებს. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა ნიუ-იორკში გამართული ღონისძიება. ჰენკსი სცენაზე იდგა და ფილმის შესახებ საუბრობდა, როდესაც საზოგადოებამ შეამჩნია, რომ მსახიობს მიკროფონის ჭერისას  ხელი ძალიან უკანკალებდა. ვიდეო ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მალევე მოედო და საზოგადოება ვარსკვლავის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შესახებ ალაპარაკდა.

„შეხედეთ ხელს, როგორ უკანკალებს“, „რა სჭირს, ძალიან შეცვლილა“, „წონაშია დაკლებულია“, „ძალიან ცუდად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.

ღონისძიების მეორე დღეს, ჰენკსი მანჰეტენზე შენიშნეს. მის 2021 წლის ფოტოებს თუ გადავხედავთ და შევადარებთ, განსხვავება მართლაც თვალშისაცემია, ტომ ჰენკსმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წონაში საგრძნობლად დაიკლო და ზედმეტად გადაღლილი  გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები