LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომის“ მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა – გაფიცულებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიმართონ რადიკალური ზომებს – ლერი ბარნაბიშვილი

94
ლერი ბარნაბიშვილი

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილის კომპანია “ბორჯომის” თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს და გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მიიღონ რადიკალური ზომები.

„კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. “ბორჯომის” ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილებული იქნება“, –  ამბობს ბარნაბიშვილი.

„ვისაც შევხვდით გაფიცული თანამშრომლების ნაწილს მათ თვითონ აქვთ მოლაპარაკება გასამართი იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გაფიცვის ადგილზე ელოდებოდნენ.

თუმცა რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ გაფიცულებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები როგორიცაა ცენტრალური გზების გადაკეტვა. მათაც უნდათ საკითხის მოგვარება. ისიც ესმით, რომ აღნიშნული ქარხნის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მათი რეგიონისთვისაც.

შესაბამისად შეხვედრა იყო კონსტრუქციული,” – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა მედიასთან საუბრისას.

დავითაშვილი „ბორჯომზე“ – კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

ვახტანგ ჭარაია: “ბორჯომის” კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, თუმცა საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა კვლავაც გაურკვეველია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g