„მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, მაგრამ ალბათ ყველაზე საყურადღებო დღეს არის ის გზავნილი, რაც ევროკომიისგან მივიღეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს.“
ბოჭორიშვილის თქმით, თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ყველაზე საყურადღებო დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებაა.
დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც
„მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. მაგრამ ალბათ ყველაზე საყურადღებო დღეს არის ის გზავნილი, რაც ევროკომიისგან მივიღეთ.
პირველი გზავნილი შეეხება დეპოლარიზაციას, საქართველოში პოლიტიკური სივრცის დაწყნარებას, რასაც ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ისეთი მოწოდებები, როგორიცაა ხელისუფლების დამხობა და შეცვლა. განცხადებები, რაც აქციის პარალელურად თუ მანამდე მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან, დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მედიის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ 24 ივნისს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყოს ევროკომისიის დასკვნისგან განსხვავებული, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ „შანსი ყველაფრის არსებობს.“
„ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირის წევრმა 27-ვე სახელმწიფომ და ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ