LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ

339
289550103_979820402623150_8463249293318785027_n

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 20 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში “შინ ევროპისკენ”. დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა “ნეტგაზეთმა” დაითვალა.

“ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი – 160 000.

როგორც გამოცემა წერს, დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.

მათივე ინფორმაცით, მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი – ოთხზე.

“20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს.

ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე, შიდა ქუჩები, სადაც ნეტგაზეთის რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “ნეტგაზეთმა” მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა, – წერს ნეტგაზეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები