LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სახელმწიფო დაუყოვნებლივ არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, რადიოსექტორს ხვალიდან გათიშვა ემუქრება – “რადიოგაერთიანება” მიმართავს ავრცელებს

124
ing (16)

საქართველოში მაუწყებელმა რადიოსადგურებმა “საქართველოს ტელერადიოცენტრისგან” გაფრთხილება მიიღეს, რომ თუ არ დაფარავენ იმ დავალიანებას, რომელიც დაუგროვდათ, ხვალ  12:00 საათიდან ეთერიდან გათიშავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით “რადიოგაერთიანება”  მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილის მიხედვით თუ რადიოსექტორი არ გადაიხდის არსებულ დავალიანებას, 22 ივნისიდან, რადიოს მოსმენას ვეღარ შეძლებენ მოქალაქეები, 40-ზე მეტი მაუწყებელს კი იძულებით მოუწევს მუშაობის შეწყვეტა.

საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ რადიოსექტორი მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა, სარეკლამო შემოსავლების კლებამ 30%-იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო არსებული სახელფასო ფონდისა და კომუნალური თუ სხვა ფინანსური დავალიანების ფონზე რამდენიმე რადიოსადგური დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

იმ შეღავათებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგვიწესა 2021 წელს, ვგულისხმობთ ტელე-რადიო ცენტრის მომსახურების ვალების ჩამოწერას და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის არგადახდას, ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისთვის შინაარსობრივად დიდ სიკეთეებს შეიცავს, ერთმნიშვნელოვნად ძლიერი ფინანსური დარტყმა მიაყენა საქართველოს მედია ბიზნესს, განსაკუთრებით, კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – რადიოსექტორს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექტორის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესის სარეკლამო განთავსებიდან მოდიოდა და საშუალოდ 20-30%-ს შეადგენდა.

რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რაოდენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სექტორი. შექმნილ ვითარებაში კი ვერ ვასრულებთ ვალდებულებებს და ვერ ვიხდით გადასახადებს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასებს.

დღეს არსებული მდგომარეობით, რადიოსექტორის დავალიანება ანძების წინაშე, აპრილის მდგომარეობით 207 000 ლარს აღემატება, რომლის დაფარვის შესაძლებლობა მედიის ამ სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს და პრობლემის დარეგულირების მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს მივმართეთ მთავრობას ოფიციალური წერილით, რომელზე პასუხიც ამ დრომდე არ მიგვიღია. ასევე, პრობლემის შესახებ უშედეგო კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან.

ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ მივმართეთ ტელე-რადიო ცენტრს თხოვნით, რომ მთავრობისგან კონკრეტული პასუხის ან გადაწყვეტილების მიღებამდე არ გაეთიშა ანძებიდან რადიოსიგნალი, რაც სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად სექტორში დასაქმებულ ასობით თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა. ვაცნობიერებთ, რომ ანძა, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, საჭიროებს საკუთარი ფინანსური შემოსავლების ამოღებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება, პრობლემის დროულად აღმოფხვრა და შესაბამისი ფინანსური შეღავათების დაწესება.

თუ სახელმწიფო დაუყოვნებლივ არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, იძულებულები გავხდებით შევწყვიტოთ მაუწყებლობა, გავათავისუფლოთ თანამშრომლები, შეუძლებელი იქნება გადასახადების გადახდა, ვერ შევასრულებთ ვალდებულებებს და ვერ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ინფორმირებას მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებას, სწორად და ოპერატიულად მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მრავალი კვლევის მიხედვით, რადიო არის ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სანდრო წყარო”, – აღნიშნულია “რადიოგაერთიანების” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g