ძლიერმა ქარმა და წვიმამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები.
ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტში არასოდეს უნახავთ.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.