LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ

63
Untitled design

“წნორის ხანდაზმულთა სახლის “ხანდაზმულთა სავანე ბეთელში” სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა” – ინფორმაციას ამის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

სააგენტოს ცნობით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით, მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

შეგახსენებთ, 17 ივნისს, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და რომ ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g