LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გააძვირა ავიაბილეთები და როდიდან დაიწყება ფასების შემცირება – ავიაექსპერტის მოსაზრებები

150
287731154_5065658000198286_6272904706184182548_n

ავიაბილეთებზე ფასების შემცირების წინაპირობა წლის ბოლომდე არ არსებობს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ავიაექსპერტმა იგორ აფციაურმა განაცხადა. მან ის მიზეზებიც დაასახელა, რამაც ავიაბილეთებზე ფასების ზრდა გამოიწვია.

„ავიაბილეთებზე ფასების ზრდას ოთხი ფაქტორი განაპირობებს: საწვავის რეკორდული ფასი, გლობალური ინფლაცია, კონფლიქტი რეგიონში და კოვიდ პანდემიის ახალი შტამების გაჩენის საშიშროება“, – აღნიშნა იგორ აფციაურმა.

მან ზოგადი ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ გასულ წელთან შედარებით სიტუაცია უკეთესია, მაგრამ ქართული ავიაბაზარი ჯერ შორსაა პანდემიამდელ მაჩვენებელთან. იგორ აფციაურის პროგნოზით, ქართული ავიაბაზარი კოვიდამდელ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g