შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყება ყველა ზომას მიიღებს, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდეს, Tbilisi pride ეხმიანება.
როგორც საპასუხო მიმართვაშია აღნიშნული, უმნიშვნელოვანესია შსს-ს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და ასევე, უწყებამ 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები დააკავოს:
“ნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თბილისი პრაიდის კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ⤵
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.”
‼ უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!
‼ უმნიშვნელოვანესია, შსს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები”, – წერია Tbilisi pride-ს მიმართვაში.