სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოპერატორი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ.