რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როდესაც მას ლუგანსკის რეგიონის სრული აღების შესახებ განუცხადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
“სინამდვილეში, ბელოგოროვკა არ არის აღებული. ბელოგოროვკა კი ლუგანსკის ოლქია. საკითხავია: როგორ რეაგირებენ კრემლში, როცა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს?ე.ი. საჯაროდ შეიძლება მოიტყუო”, – აღნიშნა არესტოვიჩმა და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლებული რუკა წარმოადგინა.
შეგახსენებთ, 3 ივნისს ლისიჩანსკში უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ, დაკავებული პოზიციებიდან უკან დაეხიათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად „გათავისუფლებულია“.