ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (European Union Agency for Asulym) მონაცემების შესახებ წერს.
მისი თქმით, ამ მონაცემებით 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 68%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა და ჯამში 14,970 შეადგინა.
“ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (European Union Agency for Asulym) მონაცემებით 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 68%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდებობა და ჯამში 14,970 შეადგინა. ყველაზე მეტი განაცხადი საფრანგეთში გაკეთდა. 2021 წელს გაკეთებული საერთო განაცხადების 37% (დაახლოებით 5539) სწორედ საფრანგეთზე მოდის. 2021 წელს პირველივე ეტაპზე თავშესაფარზე უარი ეთქვა 10,590 საქართველოს მოქალაქეს. უარების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში (საერთო განაცხადების 28%).
ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წლების მიხედვით:
- 2016 – 8,775
- 2017 – 12,060
- 2018 – 20,950
- 2019 – 22,765
- 2020 – 8,905
- 2021 – 14,970”, – წერს ვანო ჩხიკვაძე.