LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა” – რა მონაცემებს აქვეყნებს ვანო ჩხიკვაძე და რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი განაცხადი შესული?

132
ვანოჩხიკვაძეე

“ღია საზოგადოების ფონდის” საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე თავშესაფრის მაძიებელი ქართველების EUROSTAT-ის მიერ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

“ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა EUROSTAT გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები. ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ჯამურად თავშესაფარი მოითხოვა 11,580 საქართველოს მოქალაქემ. ძირითადი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია (3845 განაცხადი) საფრანგეთი (3425) და იტალია (1415). საგრძნობი ზრდა არის ირლანდიაში (760).

სტატისტიკა წლებისა და გაკეთებული განაცხადების მიხედვით:
2016 – 8,775
2017 – 12,060
2018 – 20,950
2019 – 22,765
2020 – 8,095
2021 – 14,970
2022 (იანვ.-ივნ.) – 11,580”- წერს ჩხიკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები