LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის ახალი რჩეულის ვინაობა ცნობილია

93

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს ორი თვის წინ ოფიციალურად დაშორდნენ. მას შემდეგ ჰერდი არაერთხელ შეუნიშნავთ ცნობილი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიაში, რაც შეეხება დეპს, მისი ახალი რომანის შესახებ ცნობილი პირველად ამ დღეებში გახდა. ვარსკვლავის ახალი რჩეული 23 წლის მსახიობი ლუსი ბოინტონია.

ერთმანეთი მათ ფილმის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ გადაღებებზე გაიცნეს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებთ, თუმცა რომანს არცერთი არ აღიარებს. მედიის ცნობით, ჯონი იმდენად გაიტაცა ახალგაზრდა მსახიობმა, რომ მზად არის მის გამო საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდეს

აღსანიშნავია, რომ დეპმა და მისმა უკანასკნელმა მეუღლემ, ემბერ ჰერდმა ერთმანეთის ასევე გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მის გამო ჯონი 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვანესა პარადის დაშორდა, თუმცა ქორწინებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები