LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრი ლარსონი ამერიკის პრეზიდენტობის პირველ ქალ კანდიდატს განასახიერებს

116

ბრი ლარსონი, რომელსაც უახლოეს მომავალში კაპიტან ამერიკის როლში ვიხილავთ, მონაწილეობას მიიღებს ფილმში ამერიკის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატის – ვიქტორია ვუდჰულის შესახებ.

თავის დროზე, ვიქტორიამ ყურადღება იმით მიიპყრო, რომ პრეზიდენტობაზე კენჭის ყრა იმ პერიოდში მოინდომა, როდესაც ქალებს ხმის მიცემის უფლრბა არ ჰქონდათ. სცენარს ბენ კოპიტი დაწერს. პროდიუსერობას კი თავის თავზე თავად ლარსონი ითავებს. ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ლარსონის მონაწილეობით გამოსული უკანასკნელი ფილმია „კონგი: ჩონჩხის კუნძული“, სადაც პარტნიორობას მას ტომ ჰიდლსტონი, სემიულ ელ ჯექსონი და ჯონ გუდმანი უწევს. ფილმის ბიუჯეტი 185 მილიონი დოლარი იყო, ამ დროისთვის კი მოგება 266 მილიონ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები