ფესტივალ We Day UK-ზე სიტყვით გამოსვლის დროს კეიტ უინსლეტმა სკოლაში ბულინგზე ისაუბრა, რომლის მსხვერპლიც თავად იყო. 12 ათასიანი აუდიტორიის წინაშე უინსლეტმა მოყვა, როგორ დასცინოდნენ კლასელები მის სურვილს, გამხდარიყო მსახიობი:
„სკოლაში მწამლავდნენ. თანაკლასელები „მსუქანს“ მეძახდნენ. ისინი დამცინოდნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, მსახიობობა მინდოდა, – ყვება 41 წლის უინსლეტი. – დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიმართლებდა, ყველაფერზე მზად ვიყავი, მსუქანი გოგოს როლზეც კი, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასაკმარისად კარგი ვარ და არც ისე კარგად გამოვიყურები… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ ვჯდებოდი ვიღაცის სილამაზის სტანდარტებში.
მზად ვიყავი ნებისმიერ როლზე: ნიანგის, საფრთხობელას ან ბოროტი ფერიის. ერთხელ მოცეკვავე ბაყაყიც კი ვიყავი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის მიყვარდა რასაც ვაკეთებდი. გადავწყვიტე, რომ სწავლა არასოდეს შემეწყვიტა და მალევე მივიღე როლი „ტიტანიკში“. დიახ, მსუქანმა კეიტმა მიიღო როლი მსოფლიო კინემატოგრაფიის უდიდეს ფილმში!
დაივიწყეთ ყველაფერი და მიყევით თქვენს მიზანს! თქვენი თაობა შეცვლის მსოფლიოს. შეგიძლიათ იყოთ იქ, სადაც მოისურვებთ და აკეთოთ რაც გინდათ, უბრალოდ გჯეროდეთ ამისი!“