„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე ნაწილის პრემიერა ახლოვდება და სტუდია „დისნეი“ ფილმის მიმართ ინტერესს ეტაპობრივად ამძაფრებს. ამჯერად ქსელში ჯობი დეპისა და ხავიერ ბარდემის გამოსახულებით ფოტოები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ახალ ნაწილს „მიცვალებულები ზღაპრებს არ ყვებიან“ ჰქვია და დეპისა და ბარდემის გარდა მასში ორლანდო ბლუმი, ჯეფრი რაში, კირა ნაიტლი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. დიდ ეკრანებზე ფილმი 25 მაისს გამოვა.