მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ არიან, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთობლივი ბიზნესით დაკავდებიან. ცნობილი გახდა, რომ წყვილი აღარ ყიდის საფრანგეთში უძრავ ქონებას, შატო მირვალს, რომელიც მათ ერთობლივად 2014 წელს შეიძინეს.
დაშორებამდე ისინი ადგილობრივი ვარდისფერი ღვინის წარმოებით იყვნენ დაკავებულები, ამჯერად კი გადაწყვიტეს, რომ ზეითუნის ზეთიც აწარმოონ. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე გაიყიდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მომავალში სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება. ერთი ბოთლის ღირებულება დაახლოებით 28 ევრო იქნება.