LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან რეინოლდსისა და ჯეიკ ჯილენჰოლის ისტერიულმა სიცილმა ინტერვიუ ჩაშალა (ვიდეო)

56

მსახიობებმა რაიან რეინოლდსმა და ჯეიკ ჯილენჰოლმა ერთობლივი ახალი ფილმის, „სიცოცხლის“ შესახებ გამართულ ინტერვიუში მონაწილეობა მიიღეს.

მის მსვლელობაში მათ რამდენჯერმე ვერ შეიკავეს ისტერიული სიცილი, რასაც ჟურნალისტის დაბნეულობა მოჰყვა. თავდაპირველად ხუმრობა რაიანის პერსონაჟის, “დედპულის“ ჰალსტუხის სამაგრს მოჰყვა, რომლის გაკეთებაც მათ ყურებზე სცადეს. მოგვიანებით კი მათ ერთმანეთის გაშარჟება განაგრძეს და ჟურნალისტის თითქმის ვერცერთ კითხვას სერიოზულად ვეღარ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ რაიანს ხშირად უხსენებია, რომ ის და ჯეიკი ახლო მეგობრები არიან და ხშირად ატარებენ დროს ერთად. რეინოლდსმა ჯილენჰოლის კულინარიულ შესაძლებლობებზეც იხუმრა და განაცხადა, რომ ის მის მეუღლეზე, ბლეიკ ლაივილიზე ცუდად არ ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები