LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი დონატელა ვერსაჩეს განასახიერებს

86

ჰოლივუდის ვარსკვლავი პენელოპა კრუსი სერიალ „ამერიკული დანაშაულებათა ისტორიის“ ახალ სეზონში დონატელა ვერსაჩეს განასახიერებს. პროექტის ახალი ნაწილი მისი ძმის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას მიეძღვნება.

მესამე სეზონი 2018 წელს გამოვა და მას რაიან მერფი გადაიღებს. მასვე ეკუთვნის სერიალის კიდევ ერთი სეზონი, რომელიც სპორტსმენისა და მსახიობის, ო ჯეი სიმპსონის საქმეს ეძღვნება.

ცნობისათვის, დონატელას როლზე ლედი გაგა მოიაზრებოდა, თუმცა ფესტივალ „Coachella”-ზე გამოსვლის გამო მან პროექტზე მუშაობაზე უარი განაცხადა.