LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები გამოავლინა

45

ამერიკულმა „ფორბსმა“ ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და მსოფლიოს მილიარდერები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მათი რიცხვი 2 ათას ადამიანს გადასცდა. თუ აქამდე უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა 1810 იყო, ახლა ეს რიცხვი 2043-მდე გაიზარდა. ჯამში, მსოფლიოს მილიარდერების მდომარეობა 18%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით 7,67 ტრილიონს შეადგენს.

უკვე მეოთხე წელია რეიტინგის სათავეში Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იმყოფება. გასულ წელთან შედარებით მისი ქონება 75 მილიარდიდან 86 მილიარდამდე გაიზარდა. Berkshire Hathaway-ის დირექტორმა, უორენ ბაფეტმა მდგომარეობა 14,8 მილიარდით გაიუმჯობესა და მეორე ადგილზე განთავსდა, Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი მესამე ადგილს 72,8 მილიარდით დასჯერდა.

„ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი რეიტინგის მეხუთე ადგილზე მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები