ქსელში გამოჩნდა ნაწყვეტი ტერენს მალიკის ფილმიდან „song to song”, რომელშიც რაიან გოსლინგი და შვედი მომღერალი ლუკე ლი ბობ მარლის ჰიტის „It Hurts To Be Alone“ ქავერს ასრულებენ.
პროექტში რაიან გოსლინგი, რუნი მარა, მაიკლ ფასბენდერი და ნატალი პორტმანი, ორ შეყვარებულ წყვილს თამაშობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად ფილმში კეიტ ბლანშეტი, ბენისიო დელ ტორო, ველ კილმერი, იგი პოპი, ფლორენს უელჩი და სხვა ვარსკვლავებიც მონაწილეობენ.