LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

132
ing

კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, ჩინეთის დედაქალაქში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

პეკინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა.

შესაბამისად, 11 ივლისიდან პეკინის მაცხოვრებლებს დასჭირდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის კინოთეატრებში, თეატრებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებში შესასვლელად.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც საპატიო მიზეზების გამო ვერ იცრებიან, მათ შორის არის ჯანმრთელობის პრობლემები და ალერგიული ფონი.

როგორც CNN წერს, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლებენ ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ის ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ აიცრა.

ჩინეთის ჯანდაცვის ის სისტემები, რომლებიც ვაქცინაციის საბუთს ადასტურებს, ამ დროისთვის არ ცნობს უცხოურ ვაქცინებს და მათ, ვინც საზღვარგარეთ აიცრა, საკუთარი ვაქცინაციის რეგისტრაცია ვერ შეძლეს.

“ხანდაზმულმა მოქალაქეებმა, რომლებიც სტუმრობენ მათთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ცენტრებს, რაც შეიძლება მალე უნდა გაიკეთონ ვაქცინა”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g