„საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პროვოკაციაა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა.“– წერს ევროპარლამენტარი.
Georgia’s ruling party must focus on implementing conditionalities for receiving candidate status and stop from spreading false signals. #Georgia Dream chair’s remarks about #EU position as pushing country towards involvement into war is pure political provocation.
— Petras Austrevicius (@petras_petras) July 7, 2022