საქართველოში დღეს მიწისძვრა უკვე მესამედ მოხდა.
ბიძგები ამჯერადაც სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 09:18 საათზე იყო.
მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა კი თბილისის დროით 09:10 საათზე დაფიქსირდა.