LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კუნძული იყიდება. თუმცა, არის ერთი პირობა – მას მიიღებს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მზად იქნება იქ ღამე გაათენოს

267
კუნძული

აშშ-ში, მეინის ყურეში კუნძული იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

კუნძულის ფართობი 6 ათასი კვადრატული მეტრია, ღირებულება კი 339 000 დოლარი. კუნძული 52 წლის ბილი მილიკენს ეკუთვნის და როგორც ის ამბობს, დანიშნულება ქალაქის ხმაურისგან დასასვენებლად მართლაც საუკეთესო ადგილია.

ბილი მზადაა საყვარელ კუნძულს გამოემშვიდობოს, თუმცა ახალი მყიდველის მიმართ ერთი პირობა აქვს. კუნძულზე წყალმომარაგება და გათბობის სისტემა არ არსებობს, რაც საკმაოდ დიდი დისკომფორტია. მიუხედავად ამისა, ახალი მფლობელი კუნძულზე ღამის გასათენებლად უნდა იყოს მზად.

გარდა ამისა, ოკეანესთან სიახლოვის გამო დატბორვის საშიშროებაც ძალიან მაღალია.

კუნძულზე დგას 540 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯიც, გარშემო სხვა არაფერია, ამიტომ კოტეჯიდან ულამაზესი ხედები იშლება.

კოტეჯში კომფორტულად მოთავსდება 4 ადამიანი. მილიკენი ოჯახსა და მეგობრებს ძალიან ხშირად მასპინძლობდა და კუნძულზე მათ ძალიან კარგი დრო აქვთ გატარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები