LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა

94
GettyImages-694790958-scaled

ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა, – ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

მათი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა.

“დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა”, – განაცხადა იოჰანსონმა.

არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, მესამეზე ესტონეთი, მეოთხეზე ლიეტუვა, მეხუთეზე ბულგარეთი, მეექვსე კი ლატვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები