LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ხუციშვილი: „არსად ვმუშაობ. არც სახელმწიფო დაწესებულებაში, არც კერძო კომპანიაში. ზოგჯერ გაკვირვებით მეკითხებიან, კი მაგრამ, შენ არ დაგასაქმესო, მეცინება…“

377
ზაზა

ზაზა ხუციშვილი ჟურნალ „სარკეს“ პოლიტიკის მიღმა ცხოვრებაზე ესაუბრება. ის პარლამენტში მუშაობის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან დისტანცირდა და „ვაკის პარკთან“ ერთად აქტიურად აგრძელებს საკონცერტო საქმიანობას.

როგორც ზაზა აღნიშნავს, მეუღლესთან ერთად აგარაკზე ცხოვრობს: „გვაქვს ძალიან კარგი ეზო, 100-მდე ვარდის სახეობა, რომელიც მთლიანად ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ეს არის საოცარი არტთერაპია, ულამაზესი ფერები, სურნელი. მთელი დღე ეზოში ფუსფუსებს, მეც იქვე ვარ,, როცა დრო მაქვს. დიდი მოვლა და ყურადღება სჭირდება…“

რაც შეეხება პოლიტიკას, ხუციშვილი აცხადებს, რომ როცა მმართველი გუნდის შეცდომები არ მოეწონა, არ მორიდებია საკუთარი აზრის გამოთქმას: „გავაცანი მათ ჩემი მოსაზრებები და რადგან ვერ შევჯერდით, წამოვედი უმრავლესობიდან. დარჩენილი ერთი წელი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დავყავი. ყოველთვის ვპოზიციონირებდი სამართლიანი კრიტიკით და არა ჭიქაში ატეხილი ბინძური ქარიშხლით.

სად ხართ ამჟამად, რას საქმიანობთ?

არსად ვმუშაობ. არც სახელმწიფო დაწესებულებაში, არც კერძო კომპანიაში. ზოგჯერ გაკვირვებით მეკითხებიან, კი მაგრამ, შენ არ დაგასაქმესო, მეცინება. არა, არ დამასაქმეს და არაფერი ტრაგედია არ არის ამაში, არც თავად მითხოვია. მე მაქვს ჩემი პროფესია, ვარ მოქმედი მუსიკოსი და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g