LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრას აუსტრევიჩუსი: საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია

101
პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია, შეიძლება უფრო მარტივი იყოს? – ვფიქრობ არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია კარგად დაწერილი და კარგად ახსნილი, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას დიდ დროს ვუთმობთ. საშუალოდ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც განვიხილავთ. რატომ? საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არის ალბათ, რაღაც, რაც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ოპტიმისტური. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი!

გასაგები და მარტივია, შეიძლება უფრო მარტივი იყოს? – ვფიქრობ არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია კარგად დაწერილი და კარგად ახსნილი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მმართველი პარტია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და ყველა პოლიტიკურ ძალას მიიწვევს ამ პროცესში მონაწილეობისთვის.

„ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არსებობს სისტემური გამოწვევა. ნამდვილად იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოება და ხარვეზები. ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია აჩვენებს კონსტრუქციულ და პოზიტიურ მობილიზაციას, ინიციატივას, რომ მოიწვიოს ყველა პოლიტიკური ძალა და გახადოს ისინი ამ სამუშაოს მონაწილეები. ეს ეხება საქართველოს მომავალს და არა ჩვენს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკითხზე ევროპის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს უკვე მიმართა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის ავტორია.

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება

რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g