LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის 2 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ

103
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ, დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს“, – ამის შესახებ  პარლამნეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ადგილმონაცვლეობის შემოსვლის მიზნით საარჩევნო სიებს ვერ აღადგენენ და ამით უპასუხისმგებლობას ვერ წაახალისებენ.

წიკლაური: თუ ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, ენმ-დან პარლამენტში არავინ შევა

„ლევან ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს. არ მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლობა უნდა წახალისდეს.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g