პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.
ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.
პარტიას პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყოლია ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაშიც.