„საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა და შესაბამისად განცხადებების კეთება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მეგობრობად“, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ გალაშქრება იქნება თუ მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს და ქართველი ხალხის არჩევანს – ხაზგასმით ვამბობ, რომ ნამდვილად ვერ იქნება შეფასებული და აღქმული დადებითად.“– თქვა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.