LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს” – ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული

451
BeFunky-collage (8)

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

,,არ ჩამიდენია მკვლელობა, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ და ამიღეს ანალიზები, რომელშიც ნარკოტიკის შემცვლობა არ ყოფილა. 9 თვეა, რაც პროცესებზე დავდივარ, ხალხს ვხვდები, მხოლოდ მე არ ვარ ასე”, – ამის შესახებ ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განაცხადა.

ბრალს არ აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული ლევან რაჯავიც.

,,შემოცვივდნენ, გაურკვევლობაში ვიყავი, სად შემეძლო [პოლიციელისთვის] წინააღმდეგობის გაწევა, დავიბენი და ეს ყოველივე მოჰყვა. უდანაშაულო ვარ, ნარკოტიკიც არ მქონია, წინააღმდეგობაც არ გამიწევია”, – განაცხადა რაჯავმა.

ცნობისთვის, 25 წლის ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g