LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

202
1

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

საქმის პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ საკუთარ შუამდგომლობაში ბექა ლატარიას წარსულში ნასამართლევობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლატარია ნასამართლევია ძალადობრივი და ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

რაც შეეხება ბიძინა ხასიას, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, ხელყუმბარა გახსნა და კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციელების მიმართულებით ისროლა, ჩხეიძის თქმითვე, აღნიშნულ ყუმბარას როგორც პოლიციელების, ასევე კორპუსში მყოფი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა შეეძლო.

სასამართლო პროცესს სამივე დაკავებული – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯაევი ესწრებოდნენ.

შატალოვას საქმეზე დაკავებულის ჩვენება: მითხრა „შარში ვარ, ჩემმა მეგობარმა, ბექა ლატარიამ ვიღაც ქალს იარაღი ესროლა“

„კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბიძინა ხასიას მონაყოლის შემდეგ პოლიციისთვის არ დამირეკავს, რადგან ბიძინა ჩემი მეგობარია, რის გამოც იგი შემეცოდა და ვერ დავურეკე, სხვა რაიმე საქმის შესახებ არ ვიცი,“ - ნათქვამია ჩვენებაში.

შეგახსენებთ, 25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით თბილისში მოკლეს. დამნაშავემ მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლა.

საქმეზე დაკავებული 3 პირს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა, საქალაქო სასამართლოში პროცესიც გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, მისი აყვანის ღონისძიებაზე სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დროული დაკავება შეძლო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვრცლად თემის შესახებ:

შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო – ადვოკატი

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები