LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობაში ხელშეშლას

101
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება და შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს, კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ომბუდსმენის აზრით, ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე, ნეგატიური გავლენა აქვს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი.

„მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას.

აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და აქვე მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს – მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ცნობისთვის, 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „Post Factumის“ დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების შესახებ.

გაბუნია “უცნობს” პასუხობს: სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას, ვერ შეგვაშინებთ.. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g