LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა

250
სალომე და კელი დეგნანი

„ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა“, – ამის შესახებ  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს „ამის შესახებ“ ელჩთან საუბარი პირისპირ უნდა გაიმართოს.

„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი ერთზე საუბარი გაიმართოს ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები (გაკეთდეს). ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოსამართლე: მას შემდეგ, რაც გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g