ევროკომისიამ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსულ ოქროზე ემბარგოსა და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებას ითვალისწინებს:
„გამოვდივართ შეთავაზებით, რომ გავამკაცროთ მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ 2023 წლის იანვრამდე. რუსეთმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აღნიშნული სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი ევროკომისიამ უნდა განიხილოს და შემდგომ, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცოს.