უახლოეს მომავალში კრისტინა აგილერას თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიახლე ელოდებათ – მომღერალმა განაცხადა, რომ ახალ დისკზე მუშაობას სულ მალე დაასრულებს.
თავის ინსტაგრამზე აგილერამ შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა, რომელზეც ის ფორტეპიანოსთან ზის. სურათს კი წარწერა „უკანასკნელი შტრიხები ჩემს გულთან“ დაურთო.
აგილერას უკანასკნელი ალბომი „Lotus“ 2012 წელს გამოვიდა.