სუპერბოულზე ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი ნაწილის მეორე ტრეილერის პრემიერა შედგა. ცნობილი ფილმის ამ ნაწილს „მიცვალებულები ზღაპრებს არ ყვებიან“ ერქმევა.
ფილმის პირველი ტრეილერი გასული წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა, თუმცა მაშინ კაპიტან ჯეკ ბეღურას ნახვა შესაძლებელი არ იყო. ამჯერად კი, ახალ ვიდეოში ჯონი დეპის ნახვა სრულად არის შესაძლებელი – მსახიობი ტალახში არის ამოსვრილი და ხელში ბოთლი უკავია.
„ასეთია მეკობრეს ცხოვრება“ – ამბობს იგი.