LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში შვილმა დედა მძიმედ დაჭრა და ერთი პირი მოკლა

275
პოლიცია

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა – შვილმა, სავარაუდოდ დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი მოკლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. მათივე ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g