LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაინინა უცხო ადამიანმა შეიფარა, ახლა კი მას ცოლად გაჰყვა – ჟურნალისტის ამერიკული სიყვარულის ამბავი

637
შაინბინა 22

ტელეწამყვანმა ნინო ბარათაშვილმა, რომელსაც ყველა ვიცნობთ, როგორც შაინინა, სიყვარული ამერიკაში იპოვა. შაინინამ ფეისბუქზე დაწერა, რომ დაქორწინდა მარიუს მიშელზე. ჟურნალისტი უამრავ მილოცვას იღებს.

შეგახსენებთ, შაინინა ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვებოდა, როგორ იპოვა სიყვარული, რომ ის ამერიკელმა მამაკაცმა მცირე ხნით სახლში შეიფარა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, მერე კი  მათ შორის სიმპათია ჩამოყალიბდა და სიყვარულში გადაიზარდა.

„რეალურად, ორი წელი დაკვირვების რეჟიმში ვიყავი. ის აკვირდებოდა, როგორი კარგი ან ცუდი გოგო ვიყავი. კაცებს და მით უმეტეს, მის ასაკში, ნაკლებად უყვართ საუბარი, მისი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს.

მითხრა, შენ 13 მარტს შემოაღე ამ სახლის კარი, უკვე ცოლი იყავი, ნდობით აღჭურვილი პირი და მე ასე მარტივად კარს არავის ვუღებო…“ – ჰყვებოდა შაინინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g