LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ადელის სასიყვარულო ციებ-ცხელება სარდინიის კუნძულზე – რა ღირს არტისტის „ლუქი“

901
Untitledsdf

ადელისა და მისი საქმროს, რიჩ პოლის ერთად ხილვა დიდ იშვიათობას წარმოადგენს. წყვილი ცდილობს პაპარაცების ობიექტივს მაქსიმალურად აარიდოს თავი. ახლა ისინი რომანტიკულ მოგზაურობაში, სარდინიაზე იმყოფებიან. წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც ნავში სხდებოდა და პატარა კრუიზისთვის ემზადებოდა. ადელი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა საყვარელი მამაკაცის გვერდით.

რაც შეეხება მის ფერად „ლუქს“, 34 წლის არტისტს Loewe-ის კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 1825 ფუნტი სტერლინგია, ხელში კი YSL-ის ჩანთა ეჭირა, რომელიც 1860 ფუნტი სტერლინგი ღირს.

„ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთ გულშემატკივარზე ჩემმა წონაში კლებამ ნეგატიურად იმოქმედა“ – ადელი

ფოტო: ასე გამოიყურება შეშლილი სიყვარული – ადელი საქმროსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა – სტუმრად ბედნიერ წყვილთან

„34 წლის ვარ და არასდროს ვყოფილვარ ასე ბედნიერი“ – ადელიმ დაბადების დღე „კაროლინა ჰერერას“ მინი-კაბაში აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები